ნიკა გვარამია - სჯობს საქართველოს ეკლესიამ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვოს უკანონოდ დევნილი პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება

სჯობს საქართველოს ეკლესიამ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვოს უკანონოდ დევნილი პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება, რომელსაც სხვათაშორის, ქართული ეკლესიის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი , - ამის შესახებ რუსთავის #12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ განუცხადა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან საკანში მათ შორის, წიგნებიც კი არ შეაქვთ.

„მივმართავ იუსტიციის მინისტრს, ნუ უვარდება ანა კარენინასავით მის საყვარელ შტადლერს. რასაც ის ახლა აკეთებს, არის დანაშაულის ჩადენა. ადამიანთან არ შედის არაფერი, ტელევიზორზე იცით, ზარებზე იცით, წიგნებიც კი არ შეაქვთ მესამე დღეა. ამას გარდა, მას სჭირდება გარკვეული მნიშვნელოვანი ნომენკლატურა, რომელიც არ არის ციხის მაღაზიის ნომენკლატურაში. ჩვენ ეს მიგვაქვს საამანათო გადაცემისთვის და არაფერი არ შეაქვთ მასთან. სამაგიეროდ, დღეს საპატრიარქომ მოუტანა და ეგრევე შეუტანეს, იმ წამსვე, სეფისკვერები. ადამიანის წამებაა, როცა ის შიმშილობს და პურს უდგამ წინ. ეს არის სრული კატასტროფა. რაც შეეხება საპატრიარქოს მოწოდებას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, რომ უარს ამბობს ამაზე. შეიძლება ძალიან გულისამაჩუყებელია ეს მიმართვა, რომ სიცოცხლეს გაუფრთხილდეს და შეწყვიტოს შიმშილობა, მაგრამ მგონია, რომ ადამიანზე, რომელიც შიმშილობს, არის უკანონო პატიმარი, მანიპულაციებს სჯობს საქართველოს ეკლესიამ „ქართულ ოცნებას“ მოსთხოვს უკანონოდ დევნილი პოლიტიკური პატიმრის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, რომელსაც სხვათაშორის, ქართული ეკლესიის განვითარებაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ასევე, მიხეილ სააკაშვილი მადლობას უხდის ევროპელ დამკვირვებლებს და ზოგადად, ევროპელებს იმისთვის, რომ პრაქტიკულად, მათ ხარჯზეა ის, რაც საქართველოში არჩევნების დროს მოხდა და ოპოზიციამ შეძლო გამარჯვება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს