ადვოკატი - თუ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ფაქტი ცნობილი იყო და აკონტროლებდნენ, ფოთშივე შეიძლებოდა დაკავება, ბათუმშიც, მარტო ვიდეოს რომ იღებდა - რას იზამდა სააკაშვილი ღამის 4 საათზე?

თუ მათთვის ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ფაქტი და აკონტროლებდნენ, ფოთშივე შეიძლებოდა მისივე დაკავება, მერე შეიძლებოდა ბათუმში, რომ ჩავიდა და მარტო ვიდეოს იღებდა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ის ფაქტი, რომ „ჩვენ ვიცოდით, ვაკონტროლებდით და როცა ჩავთვალეთ საჭიროდ მაშინ დავაკავეთ“, არის ტყუილი და ამით ხელისუფლებამ საკუთარი ტყუილის დაფარვა მოინდომა.

„რა თქვა პრემიერმა ღარიბაშვილმა? თქვა, რომ ჩვენ ვიცოდით და ვაკონტროლებდით, უბრალოდ, ველოდებოდით იმ მომენტს, რომ ოპერაცია უსაფრთხოდ ჩატარებულიყო, მსხვერპლი არ ყოფილიყოო. დღეის მონაცემებით რა გამოიკვეთა? მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ ელგუჯა ცომაიას და მამა-შვილს წოწორიებს. მხოლოდ სამ ადამიანს აქვს ბრალდება წარდგენილი, ანუ გამოდის, რომ მათთან ერთად იმყოფებოდა. ვინ არიან ეს ადამიანები? სამივე მათგანი არის კეთილსინდისიერი, მშრომელი და პატიოსანი. ეს ადამიანები არ არიან რაიმე დანაშაულებრივ ქმედებებთან შემჩნეული წარსულში. თუ მათი მიზანი ეს იყო, რომ ელოდებოდნენ, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო ან უსაფრთხოდ ჩატარებულიყო ოპერაცია, ცომაიასთან ერთად მანამდე ვერ დაიჭერდნენ? ვინმე შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაუწევდა? რაიმე ამოიღეს, როცა ეს ადამიანები დააკავეს? ეს არის სისულელე. თუ მათთვის ცნობილი იყო მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ყოფნის ფაქტი და აკონტროლებდნენ, ფოთშივე შეიძლებოდა მისი დაკავება, მერე შეიძლებოდა ბათუმში, რომ ჩავიდა და მარტო ვიდეოს იღებდა. რას იზამდა იქ სააკაშვილი ღამის ოთხ საათზე, ან მერე აბაშაში რომ წავიდა, იქ რას იზამდა, ან ქუთაისში, ან თბილისში, რომ ჩამოვიდა. ეს არის ტყუილი და ამით საკუთარი ტყუილის დაფარვა მოინდომეს, რომ ჩვენ ვიცოდით და ვაკონტროლებდით და როცა ჩავთვალეთ საჭიროდ მაშინ დავაკავეთ. სინამდვილეში გვახსოვს რა სახეებით ატარებდნენ ბრიფინგებს“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.

ადვოკატმა ასევე გადაცემაში დაკავებულ ელგუჯა ცომაიაზე ისაუბრა, რომლის ბინაშიც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს და აღნიშნა, რომ მას წარსულში სააკაშვილთან არანაირი განსაკუთრებული კავშირი არ ჰქონია.

„ელგუჯამ დაადასტურა, რომ მის სახლში იმყოფებოდა სააკაშვილი და ეს სადავო არ არის. ეს არ არის აღიარება, რომლითაც სააკაშვილის მხილება მოხდეს. ელგუჯა ცომაია არ არის ადამიანი ორგანიზატორი, რომ რაიმე დაეორგანიზებინა. მას წარსულში სააკაშვილთან არანაირი განსაკუთრებული კავშირი არ ჰქონია“ , - აღნიშნა ადვოკატმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, დიტო საძაგლიშვილი პასუხობს, რომ ამ საკითხზე დეტალებში არ უსაუბრიათ და ამაზე თავად სააკაშვილი ისაუბრებს.

„მე დეტალებს ვერ გეტყვით. მიხელ სააკაშვილისგან მოვისმენთ ამ ისტორიას არც თუ ისე შორეულ მომავალში, როდესაც ის დატოვებს ციხეს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ტრუსკავეცში არ ყოფილა, როცა ამას „ქართული ოცნების“ ლიდერები გვიმტკიცებდნენ, ის ნამდვილად იმყოფებოდა ბათუმში“ , - განაცხადა საძაგლიშვილმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს