ევროპარლამენტარები - მნიშვნელოვანი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი

ვეთანხმებით დამოუკიდებელი საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას, რომ საქართველოში ჩატარებული 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტექნიკურად კარგად იყო ადმინისტრირებული, მაგრამ გარემოს აზიანებდა ფართოდ გავრცელებული და თანმიმდევრული ბრალდებები დაშინების, ამომრჩევლების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლისა და არათანაბარი პირობების შესახებ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარების, ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

მათი თქმით, დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი.

„ვიზიარებთ ოდირ-ის შეშფოთებას პოლარიზებული მედია ლანდშაფტის, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსისა და კამპანიის ფინანსების არასაკმარისი ზედამხედველობის, კამპანიაში ქალების არასაკმარისად წარმოდგენის, ასევე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებისა და ჟურნალისტების მიმართ ზეწოლის შესახებ. მმართველი პარტიის სასარგებლოდ რესურსების დისბალანსის გარდა, განსაკუთრებით შემაშფოთებელია პოლიტიკური ველის პოლარიზაცია, რომელიც გავლენას ახდენს საზოგადოებაზეც.

ვეთანხმებით აშშ -ის საელჩოს განცხადებას, რომ არსებობს სახიფათო რისკი, რომ ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი გახდეს. ქართველი ამომრჩეველი იმსახურებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს.

დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი ხარვეზები უნდა გამოსწორდეს არჩევნების მეორე ტურამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა