შალვა პაპუაშვილი - ვხედავთ გამოძახილებს, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მოხდეს, არის კავშირები, მეგობრები და პარტნიორები, რომლებიც მფარველობენ, მაგრამ მთავარია, რუსთავის ციხეშია და სასჯელს იხდის

ორი ქვეყნის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა იმისთვის, რომ ჩამოსულიყო და არეულობა მოაწყო იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტიც იყო - ჩვენ დღეს კიდევ განვიხილავთ ემპათიით, რომ მესამე პრეზიდენტი შეიძლება ციხეში იჯდეს, თუ არ იჯდეს , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

„საზღვარი გადმოკვეთა უკანონოდ და ცდილობდი ამ ქვეყნის არევას. სხვანაირი სცენარი ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება ყოფილიყო მის თავში და გეგმებში“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს და გასაკვირი არ არის ის ფაქტი, რომ სპეცოპერაცია სპეციალური გასაიდუმლოების პირობებში მიმდინარეობდა.

„საქმე ეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რომელმაც მოახერხა და წავიდა უკრაინაში, იქაც პოლიტიკაში ჩაერთო. საქმე ეხება ადამიანს, რომლის წინააღმდეგ სასამართლოს ორი განაჩენი არსებობს, მიუხედავად ამისა მას მაინც შეეძლო გადაადგილება სხვა ქვეყანაში, ამიტომ რა თქმა უნდა, რთული იყო თავისი შინაარსით ეს ოპერაცია. აქ გასაკვირი არ არის, რომ სპეციალური გასაიდუმლოების პირობებში მიდიოდა ეს ოპერაცია“ , - განაცხადა პაპუაშვილმა და აღნიშნა, რომ თავად ოპერაციის დეტალებს თუ როგორ მიმდინარეობა სპეცოპერაცია ალბათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გვეტყვის.

ამასთან, კითხვაზე, ბოლო წლების განმავლობაში რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ იმისთვის, რომ უცხო ქვეყნიდან სააკაშვილი ექსტრადირებული ყოფილიყო სამშობლოში, პაპუაშვილი პასუხობს, რომ ახლა მთავარია, სააკაშვილი ციხეში ზის და სასჯელს იხდის.

„ჩვენ გვახსოვს გარკვეული რეაქციები ჩვენი პარტნიორების, იყო გარკვეული ზეწოლა თუ მცდელობა არ ყოფილიყო სისხლის სამართლის საქმეები წარმოებული ყოფილი ხელისუფლების წევრების მიმართ. თქვენ იცით, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი იჯდა ციხეში, დღემდე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ზის ციხეში.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ადამიანმა მოახერხა, რომ იყო საქართველოს პრეზიდენტი, წავიდა უკრაინაში, მიატოვა ქართული მოქალაქეობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა, ოდესის გუბერნატორი გახდა, პოლიტიკაშიც მონაწილეობდა. მისი კავშირები, რომელიც მას აქვს, ვხედავთ გამოძახილებს, რომ მოხდეს მისი გათავისუფლება. არის კავშირები, პირადი მეგობრები და პარტნიორები, რომელიც მან შეიქმნა და მფარველობენ. ეს იყო გარკვეული სირთულე. მთავარია, რომ ის დღეს რუსთავის ციხეში არის და იხდის სასჯელს“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა