სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 8 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, კერძოდ, კომპანიის ცნობით, დიდუბის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიის, თევდორე მღვდლის და გორის ქუჩების მოსახლეობას.

„თელასის“ განცხადებითვე, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამტრედიის, აგლაძის და ბაღის ქუჩების მოსახლეობას.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციშია აღნიშნული, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თევდორე მღვდლის ქუჩის მოსახლეობას.

ვაკის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყიფშიძის, გაბაშვილის და მოსაშვილის ქუჩების მოსახლეობას; გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქერჩის, გმირ კურსანტთა და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ავჭალა-1 სამხედრო დასახლების, შეშელიძის, კორინთას, ბრონშტეინის, გობრონიძის, შენგელიას და ხევძმარის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, III, IV მიკრორაიონების, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის და საინგილოს ქუჩების მოსახლეობას. სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორხევის დასახლების და თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რადიოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილი-3 I, III მიკრორაიონების, ჯავახეთის, ჩხენკელის და სუხიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, არქანჯელო ლამბერტის და მონპერის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იოსელიანის, ახალშენის, ჩიქოვანის, ბზვანელის, ბალანჩივაძის და დოლიძის ქუჩების მოსახლეობას. კრწანისის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბეთლემის აღმართის, ახოსპირელის, აბო თბილელის და გუდიაშილის ქუჩების მოსახლეობას. გეგმური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ფონიჭალის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ფრიდმანის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ იდეალური შესაძლებლობა შექმნა კომპანიის გაკოტრების და იქ სახელმწიფო მმართველის იმპერატიული დანიშვნისთვის, ამას კი „ბორჯომის“ ნაციონალიზაცია უნდა მოჰყვეს
ქართული პრესის მიმოხილვა 20.05.2022
იუველ ნოა ჰარარი - ყველაფერი სასწორზე დაიდო, რადგან პუტინმა დაანგრია უდიდესი ტაბუ, გლობალური წესრიგი - მას რომ შედეგისთვის მიეღწია, ეს მთელ მსოფლიოში გამოიწვევდა დესტაბილიზაციას
თამარ ალადაშვილი - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრს ახალი ფუნქციები ემატება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საზოგადოების გარემოსდაცვით საკითხებში ჩართულობას
„მაკდონალდს საქართველო“ Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას იწყებს
დამზადებულია საქართველოში - „სავალი“ - კიდევ ერთი ახალი ქართული წარმოების ბრენდი „დრესაპ ჯგუფისგან“
ახალი ლიბერთი ადამიანებისთვის - ლიბერთის ახალი საპილოტე პროექტი
BTU-ს სტუდენტური სტარტაპების საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ცნობილია
ლიბერთი პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიული პარტნიორი  გახდა