„ჯივიპი“ ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 8 ოქტომბერს ისნის რაიონში, ვაზისუბნის სატუმბო სადგურზე აუცილებელ სამუშაოებს განახორციელებს.

როგორ კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ტექნიკური სამუშაოები ტუმბო-აგრეგატზე ჩატარდება. ასევე მოეწყობა 110 მეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი.

მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

„აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა აუცილებელია, რის გამოც, 8 ოქტომბერს ღამის 22:00 საათიდან 9 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ისნის რაიონში, ვაზისუბნის დასახლებას, ვაზისუბნის I-IV მიკრორაიონებს, ვაზისუბნის III მიკრორაიონის 1-ელ და მე-2 კვარტალს, ვარკეთილის IV მიკრორაიონის მე-3 კვარტალს, კვაჭანტირაძის, ღვალაძის, დავითაიას, პილსუდსკის, მუსხელიშვილის, ლეჟავას, პატარიძის, მშველიძის და ვაზის ქუჩებს, შანდორ პეტეფის N1-ს და წულუკიძის ქუჩის ნაწილს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა