ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე თბილისის მე-60 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები შეაფასა, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება პირადად მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვირუსის პრევენციის კუთხით სრული მობილიზაციაა, სკოლების პერსონალის დიდი ნაწილი აცრილია და ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები, ყველა ზედმიწევნით იცავს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ რეგულაციებს.

ამასთან, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეთა დასწრების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია.

ეკატერინე დგებუაძემ მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან საუბრისას საგანმანათლებლო პროცესის საკლასო ოთახებში დაბრუნების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

მისი თქმით, მოზარდების განვითარების პროცესში სკოლა გადამწყვეტ როლს ასრულებს, რადგან ეს არის ბავშვებისთვის სოციალიზაციის მთავარი ადგილი. შესაბამისად, განათლების სამინისტრო მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს იმისთვის, რომ წელს, ისევე როგორც შარშან, სასწავლო წელი საკლასო ოთახებში დასრულდეს.

„ჩვენ უკვე გვაქვს სასკოლო სივრცეში პანდემიის მართვის საკმაო გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, ყველა გამოწვევას თავს წარმატებით გავართმევთ. აქტიურად გავაგრძელებთ სკოლებში, როგორც უსაფრთხოების ნორმების მონიტორინგს, ასევე, სასკოლო პერსონალის ვაქცინაციისა და მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირების პროცესს, რაც სკოლებში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შენარჩუნებაში დაგვეხმარება“,-განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სასწავლო პროცესი ბუნებრივ გარემოში, საკლასო ოთახებში განახლდა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები ვირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო რესურსის – სადეზინფექციო ხსნარების, პირბადეების, თერმოსკრინინგის აპარატებისა და დეზობარიერების მარაგით უზრუნველყო.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა