ნიკა მელიას განცხადებით, „ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაცმოძრაობის“ გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.

ამის შესახებ მელიამ ვიდეო-მიმართვისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ზუგდიდში იმყოფება. როგორც მელია ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები პირწმინდად წააგო“.

„სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა უმრავლესობა და ამ წუთის მონაცემებითაც აქვს. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები - ქურდულად, საარჩევნო „ზონდერებმა“. პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა. არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, განსაკუთრებით ზუგდიდში, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები, ამ პირობებებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩენები პირწმინდად წააგო. ამის შემდეგ იმ დღესვე გადათვალეს ხმები, მარამ ვერაფერს გახდნენ და 5 დღის შემდეგ მალულად, ღამე, სანამ გვეძინა, გადათვალეს ხმები და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს.

ზუდიდში ვერც „მხედრიონის“ ტერორმა და ვერანარი სახის ტერორმა დაჩაგრა ადამიანები და ვერც „ქართული ოცნება“ ვერ იქნება იმ მდგომარეობაში, რომ საარჩევნო „ზონდერების“ გამოყენებით მოპოვებული გამარჯვება ხალხს წაართვას“,- განაცხადა მელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა