„მსოფლიო ბანკს“ საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესაძენად 5 მლნ დოლარი აქვს გამოყოფილი

"მსოფლიო ბანკს" საქართველოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტების შესაძენად 5 მლნ აშშ დოლარი აქვს გამოყოფილი.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განმარტა, სახელმწიფო აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში „მონოკლონურ ანტისხეულებს“ და "ტოცილიზუმაბს" შეიძენს, თუმცა, შესაძლოა, გაფართოვდეს იმ მედიკამენტების სია, რომელსაც ქვეყანა აღნიშნული დაფინანსების ფარგლებში მიიღებს.

„მსოფლიო ბანკის“ მხრიდან ახლა მიმდინარეობს დამატებითი დაფინანსების პროგრამა, რომელიც დაიწყო კონკრეტულად კორონავირუსის ვაქცინაციის ხელშეწყობისთვის და დამატებით 34.5 მლნ.აშშ დოლარი გამოიყო. თავდაპირველად პროექტი ითვალისწინებდა ვაქცინების შესყიდვას და ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ტექნიკურ დახმარებას.

ბოლო 1 თვის განმავლობაში, გამოჩნდა ისეთი მედიკამენტი, რომელიც აღიარებულია ამერიკის წამლის და საკვები პროდუქტების სააგენტოს მიერ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამაც უკვე გაუწია რეკომენდაცია „მონოკლონურ ანტისხეულებს“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ "ტოცილიზუმაბი" უკვე რეკომენდებულია რიგ შემთხვევებშიც.

ბანკი დათანხმდა, რომ გარკვეული რესურსი 5 მლნ აშშ დოლარამდე დაიხარჯოს მედიკამენტების მიზნებისთვის. როგორც იცით, გარკვეული მედიკამენტი კვლევის ფაზაშია და შესაძლოა, სია გაფართოვდეს. ჩვენც გარკვეული რესურსი გვექნება, რომ ეს მედიკამენტები ბანკის დახმარებით შევიძინოთ.

ჯამში, მთლიანად გამოყოფილია 5 მლნ აშშ დოლარამდე. ეს, რა თქმა უნდა, არ სჭირდება პირველ ეტაპზე სრულად შესაძენ მედიკამენტებს, მაგრამ თუ გამოჩნდა დამატებით შესაძენი მედიკამენტი, ამ შემთხვევაში, ამ თანხით ვისარგებლებთ", - აღნიშნავს გაბუნია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა