“თიბისიმ” ახალი პლატფორმა - თიბისი Z შექმნა

ახალგაზრდა თაობის მხარდასაჭერად, “თიბისიმ” ახალი პლატფორმა - თიბისი Z შექმნა, რომელიც ახალგაზრდებს მხარს დაუჭერს მათთვის საინტერესო სფეროებში, გაუზიარებს ახალ გამოცდილებებს და შესთავაზებს პროდუქტებს ცხოვრების კიდევ უფრო გასამარტივებლად. ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

„მომავალს ახალი თაობა ქმნის, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით ახალი თაობის უპირობო მხარდამჭერი იქნება. „თიბისი“ Z ახალგაზრდების ყოველდღიურობაზე იქნება მორგებული და მათთან ერთად მუდმივად განვითარდება. პროდუქტულ შეთავაზებებთან ერთად, მომხმარებლებს იმ საკითხებში დავუჭერთ მხარს, რაც მათ აინტერესებთ, იქნება ეს მუსიკა, ხელოვნება, ურბანული კულტურა, გეიმინგი თუ სხვა“. –აცხადებს „თიბისის“ საცალო სეგმენტის მარკეტინგის ლიდერი, ტატო ნორაკიძე.

„თიბისი“ Z ეფუძნება გამოწერის ბიზნესმოდელს და აერთიანებს მოსწავლის და სტუდენტის ნაკრებებს.

„ფერად საბანკო ბარათებს სტუდენტები და მოსწავლეები საკუთარ საჭიროებებზე მორგებული საბანკო ნაკრების უფასოდ გამოწერის შემდეგ მიიღებენ. სტუდენტებსა და მოსწავლეებს 5-5 ფერის ბარათებიდან სასურველის შერჩევა შეუძლიათ. ბარათები განკუთვნილია 7-18 წლის მოსწავლეებისთვის და 19-23 წლის სტუდენტებისთვის.

მოსწავლისა და სტუდენტის Z ბარათებს მომსახურების წლიური საკომისიო არ აქვთ;

ასევე არ აქვთ თანხის განაღდების საკომისიო;

ნაკრებები მოიცავს უფასო SMS სერვისს;

უფასოა ინტერნეტ და მობაილბანკი;

მოსწავლეები და სტუდენტები Z ბარათით გადაიხდიან ტრანსპორტის ღირებულებას საქართველოს ნებისმიერ წერტილში;

ნებისმიერ გეიმინგ პლატფორმაზე Z ბარათით გადახდისას მომხმარებელს მომენტალურად უბრუნდება გადახდილი თანხის 20%.

ურბანული კულტურა, გეიმინგი, განათლება, ხელოვნება — ეს მცირედი ნაწილია ახალგაზრდების იმ ინტერესებისა, რომელთაც „თიბისი“ Z დაფარავს. ბრენდის ფარგლებში შეიქმნება მუსიკალური, გეიმინგ თუ არტ-პლატფორმები, რომლებიც ახალგაზრდებს შემოიკრებს. დამატებით, Z ბარათების მფლობელები განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასდაკლებებით კვების, ტანსაცმლის, გადაადგილების, განათლების, თავის მოვლის და სხვა მათთვის საჭირო ობიექტებში ისარგებლებენ.

„თიბისის“ სტუდენტის და მოსწავლის ბარათის არსებულ მფლობელებს, Z ბარათის განახლება უფასოდ შეუძლიათ.

ბარათის აღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.TBCZ.ge“ -აღნიშნული ინფორმაციაში.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 20.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს