ჯუანშერ ბურჭულაძე - საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ადასტურებს ნატო-ს მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ

ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით გამოირჩევა, რასაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ცხადყოფს, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამასთან,თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ვიზიტი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ადასტურებს. მისივე თქმით, მხარეებმა ორმხრივ შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტები, ნატო-საქართველოს შორის არსებული ღრმა და ყოვლისმომცველი თანამშრომლობა, კერძოდ, განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების გზაზე მიღწეული პროგრესი, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ასევე ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზეც გაამახვილა ყურადღება.

„საქართველო, როგორც ალიანსის დასაყრდენი და საიმედო პარტნიორი და მომავალი წევრი, ორ ათწლეულზე მეტი მხარდამხარ იბრძოდა ნატო-ს სამხედროებთან ერთად, და წარმოადგენდა ერთ-ერთ უმსხვილეს კონტრიბუტორ სახელმწიფოს ავღანეთში ნატო-ს მიერ წარმოებულ მისიებში. მტკიცე მხარდაჭერის მისიის დასრულების შემდგომ პერიოდშიც, საქართველომ, ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი შესაძლებლობებითა და მხარდაჭერით, მნიშნელოვანი დახმარება აღმოუჩინა ალიანსის ძალებს ტრანზიტისა და ევაკუაციის პროცესში, რაც მეტყველებს ჩვენი ძალისხმევის წარმატებასა და იმ პროგრესზე რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით მივაღწიეთ“, - განაცხადა ბუჭულაძემ. ინფორმაციისთვის, საქართველო ნატო-ს სამხედრო კომიტეტს უკვე მეოთხედ მასპინძლობს. ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს პლენარული სხდომა გაიმართება.

გაიმართა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობებსაც გაეცნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო