ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო „ტვინდემიის“ სამართავად მზად არის

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო „ტვინდემიის“ სამართავად მზად არის.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძის განაცხადებით, ქვეყანა „ტვინდემისთვის“ საწოლფონდის კუთხითაც მზად არის.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ტვინდემიის“ მოლოდინი გასულ წელსაც იყო, თუმცა მაშინ კორონავირუსმა ყველა სხვა სეზონური ვირუსი ჩაანაცვლა.

“ტვინდემიის“ მომენტში ამირან გამყრელიძე და მსოფლიო არა ახალ შტამზე, არამედ ორი სხვადასხვა ვირუსის ზედდებაზე საუბრობს, სადაც 1 ვირუსი არის COVID-19, ხოლო მეორე სეზონური ვირუსი. „ტვინდემიის“ მოლოდინი შარშანაც იყო, თუმცა კოვიდმა შარშან მოახერხა და ჩაანაცვლა ყველა სხვა სეზონური ვირუსი. ამ ეტაპზე კოვიდი შედარებით დასუსტებულია და აქედან გამომდინარე ყველა სხვა ვირუსიც უკვე სახეზეა, მათი ერთმანეთთან თანდებით უკვე შეინიშნება მოსახლეობის ორმაგი ინფიცირება. რა თქმა უნდა, ქვეყანა ამისთვისაც არის მზად, მკურნალობა ტიპურია და სიმპტომურად მიმდინარეობს. საწოლფონდის მიხედვით ქვეყანა ამისთვისაც მზად არის და მნიშვნელოვანია ჩვენს მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია“ - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა