თავდაცვის მინისტრი - ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით გამოირჩევა, რასაც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ცხადყოფს

ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ადმირალ რობ ბაუერის განცხადებით, სამხედრო კომიტეტის მიერ საქართველოში განხორციელებული მეოთხე ვიზიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის პირველი დღის დასასრულს, კომიტეტის თავმჯდომარემ, ადმირალმა რობ ბაუერმა და თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

„ნატო-ს და საქართველოს აკავშირებთ უნიკალური პარტნიორობა, რომელიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ძლიერდება“, - აღნიშნა სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა გამოირჩევა უპრეცედენტო, შეუქცევადი დინამიკით, რასაც ცხადყოფს ალიანსის მხრიდან მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მზადების პროცესში.

ოფიციალური განცხადებები ორმხრივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს, ადმირალ რობ ბაუერს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და უწყების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. თავდაცვის მინისტრმა ადმირალ ბაუერს საპასუხისმგებლო პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და ნატო-ს სამხედრო კომიტეტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა.

მისი განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უმაღლესი სამხედრო ორგანოს ოფიციალური ვიზიტი საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ნატო-ს ურყევ მხარდაჭერას ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

„მხარეებმა თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებსა და ნატო-სთან სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელებისას მიღწეულ პროგრესზე. შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების პოლიტიკაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა შავ ზღვაზე ერთობლივად განხორციელებული პრაქტიკული ღონისძიებების მნიშვნელობასა და ამ მიმართულებით გაძლიერებული თანამშრომლობის სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას, რაც ალიანსის უფრო აქტიურ ჩართულობასა და ძალისხმევას გულისხმობს.

საუბარი შეეხო საქართველოს მნიშვნელოვან კონტრიბუციას ნატო-ს მიერ წარმოებულ საერთაშორისო მისიებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარების კუთხით მიღწეულ პროგრესს. საქართველო უკვე მეოთხედ მასპინძლობს ნატო-ს სამხედრო კომიტეტს. ვიზიტის ფარგლებში ადმირალი ბაუერი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. სამხედრო კომიტეტის წარმომადგენლები ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსაც (JTEC) ესტუმრნენ, სადაც თავდაცვის ძალების საწვრთნელ შესაძლებლობებს, ახალ ინფრასტრუქტურასა და სისტემებს გაეცნენ“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო