ჯანდაცვის მინისტრი განმარტავს, თუ რატომ არის იმის ალბათობა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები აუთვისებელი დარჩეს

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს, თუ რატომ არის იმის ალბათობა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დოზები აუთვისებელი დარჩეს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ეს განაპირობა როგორც დაფიქსირებულმა ლეტალობის ერთადერთმა შემთხვევამ, ასევე ვაქცინის არაპოპულარობამ და მის მიმართ მოსახლეობის უნდობლობამ.

„ასტრაზენეკასთან“ მიმართებით მსოფლიოს მასშტაბით არაერთი პრობლემა შეიქმნა, ვინაიდან სახეზე გვქონდა სხვადასხვა ტიპის გართულებები და საქართველოში დაფიქსირებული ლეტალობის ერთადერთი შემთხვევა, რომელიც საკმაოდ გახმაურებული იყო. რა თქმა უნდა, ამან ამ ვაქცინის პოპულარობაზე იმოქმედა და შესაბამისად, ამ ვაქცინის მიმართ ჩვენი მოქალქეების ნდობამ და ასევე მოთხოვნამაც დაიკლო. ეს სახელმწიფომ გაითვალისწინა და დამატებითი დოზების შეძენა არ მოხდა. თუმცა, კოვაქს პლატფორმიდან მიღებული არსებული „ასტრაზენეკას“ დოზები მაქსიმალურად გაიხარჯა ასაკის ჭრილში. ასევე, ის პოპულარული ვაქცინები მოსახლეობაში მეტად მოთხოვნადი იყო, ამან განაპირობა ის, რომ „ასრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზები არ გაიხმარეს“,-განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელისა, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ 15 ათასამდე დოზაა დარჩენილი და არის ალბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა