ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია იწყება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 7 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს იწყებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 7 კმ-იან საავტომობილო გზაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია არსებული გზის გაფართოვება, ცემენტ-ბეტონის 18 სმ სისქის საფარის, ხოლო ნაწილობრივ მაღალ ქანობებზე - ბაზალტის ქვით ქვაფენილის დაგება.

„პროექტის ფარგლებში ასევე, მოეწყობა რკინაბეტონის მრგვალი მილები, რკინაბეტონის ღია ღარები და ქვით მოკირწყლული ბეტონის კიუვეტი.

ბეთანიის ეკლესიასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციის შედეგად, განახლებულ საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა გახდება მეტად უსაფრთხო და კომფორტული.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მწარმოებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 6 სექტემბერს გაფორმდა.

ბეთანიის მონასტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 5,9 მილიონ ლარს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
"ავერსსა" და "კავკასიის უნივერსიტეტს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ინვესტიცია გუდაურის ოპერირებად სასტუმროში
აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში საცხოვრებელი სახლების პროექტების მდგრადი განვითარებისთვის $10 მილიონიანი სესხი დაამტკიცა
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს