მიხეილ ხიდურელი - "აწარმოე საქართველოში" და იაპონიაში საქართველოს საელჩოს ხელშეწყობით კიდევ ერთი ქართული კომპანია გავიდა იაპონიის ბაზარზე

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და იაპონიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული კომპანია „ჟუჟუნა“ იაპონიის ბაზარზე გავიდა.

ინფორმაციას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

„მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობითა და იაპონიაში საქართველოს საელჩოს უშუალო ჩართულობით კიდევ ერთმა ქართულმა კომპანიამ შეძლო საექსპორტო ბაზრის დივერსიფიცირება და მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს - იაპონიის ბაზარზე შესვლა. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნებში საქართველოს საელჩოებთან ქართული კომპანიებისა და საქართველოში წარმოებული ადგილობრივი პროდუქციის მსოფლიო ბაზრებზე მოხვედრის მიზნით“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ უახლოეს პერიოდში კომპანია „ჟუჟუნა“ ევროპისა და ამერიკის კონტინენტის ბაზრებზე გასვლასაც გეგმავს.

„ამასთან, სააგენტოს ექსპორტის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში კომპანია საკუთარ პროდუქტს სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga-ზე ქალაქ კიოლნში გაიტანს, სადაც ასობით პოტენციურ დამკვეთთან ექნება შეხვედრის შესაძლებლობა.

„ჟუჟუნა” სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის - საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ბენეფიციარია, რისი მეშვეობითაც ღვინის ჩამოსხმა-დაფასოებისათვის საჭირო დანადგარების შეძენა შეძლო.

კომპანიას ამ ეტაპზე 14 ადამიანი ჰყავს დასაქმებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა