განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევებისთვის მკვლევარი ლია წვერავა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით დაჯილდოვდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ბიოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი, აკადემიური დოქტორი ლია წვერავა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით განსაკუთრებული მიღწევებისთვის შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიით დაჯილდოვდა.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ფონდმა კონკურსი 2021 წელს გამოაცხადა წარმატებული და გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის აკადემიური კომპეტენციების ფარგლებში დარგის განვითარებისა და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისების მიზნით.

„კონკურსის შედეგად, რომელშიც მთელი საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერები მონაწილეობდნენ, პრემია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით გამორჩეული სამეცნიერო მოღვაწეობისთვის ლია წვერავას მიენიჭა.

ლია წვერავა წელს ასევე შეარჩიეს ლინდაუს ნობელის პრემიის ლაურეატების 70-ე შეხვედრაში საქართველოდან მონაწილეობის მისაღებად. ამ ღონისძიებას საფუძველი 1951 წელს ჩაეყარა და მისი მიზანი ნობელის პრემიის ლაურეატებისა და მსოფლიო მასშტაბით ახალგაზრდა მეცნიერების დაკავშირება, შეხედულებებისა და იდეების გაზიარებაა. წელს შეხვედრა დისტანციურად გაიმართა და მასში 70-მდე ნობელის პრემიის ლაურეატი და 600-მდე ახალგაზრდა მეცნიერი მონაწილეობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო