ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს

22 წლის ნიკა კვარაცხელიას განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძე დუმილის უფლებას იყენებს. როგორც რუსთავის მე-6 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ ჭელიძის ადვოკატმა დალი ბარბაქაძემ განაცხადა, ბრალდებული მომხდართან დაკავშირებით მასთანაც კი არ საუბრობს.

ამასთან, ადვოკატმა დაადასტურა საგამოძიებო ორგანოს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, დაკავებისას ბრალდებულებმა მიმალვა სცადეს.

ბარბაქაძის განმარტებით, ჭელიძე გაიქცა, თუმცა, მალევე დააკავეს.

“ძირითადად, პოზიციებზე გვქონდა შეთანხმება, ბრალის დადგენილება ოფიციალურად გავაცანით, ავუხსენით, რომ მას უფლება ჰქონდა კანონით დადგენილი დუმილის უფლება გამოეყენებინა ან ჩვენება მიეცა, რაზეც განაცხადა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. როცა გაეცნობა საქმის მასალებს, ჩამოვყალიბდებით, პოზიციას შევათანხმებთ და ჩვენების მისაცემად მზად არის. მოტივი რომ განემარტა, ეს უკვე ჩვენების მიცემა გამოვიდოდა. თავად არაფერს ამბობს, ჩემთანაც ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს, მაგრამ საქმის მასალები მოითხოვა, ერთად გავეცნობით. ბრალდებულ პირთა წრე შეიძლება გაიზარდოს, გაფართოვდეს იმის მიხედვით, რა მონაცემები, რა ინფორმაცია აქვს შსს-ს. ჭელიძისგან ვიცი, რომ ის წავიდა, მაგრამ მალევე დააკავეს. რაც შეეხება სახლის მეპატრონესთან კავშირს, ამაზე ჩემთან არ უსაუბრია და ვერ გეტყვით",- განაცხადა ბარბაქაძემ.

ვიტალი ბალა - კიევისთვის უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მოდერატორობა მიუღებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2023
ლევან ლორთქიფანიძე - აშკარაა, რომ „ქართული ოცნება“ კონსერვატიულად და ევროსკეპტიკურად განწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე აპირებს მომავალ არჩევნებზე წარმატების მოპოვებას
ჯანმოს ახალ ინიციატივებს ჯანდაცვის ექსპერტები აკრიტიკებენ
პირველად საქართველოში, ბაზისბანკმა, სუბორდინირებული კორპორატიული სავალო ფასიანი ქაღალდი წარმატებით განათავსა
Bolt და Visa-ს ერთობლივი კამპანია დაიწყო
TNET-მა საქართველოში პირველი Super app წარადგინა
Golden Tulip Design Tbilisi საქართველოში პირველი სასტუმროა, რომელიც NFT პლატფორმაზე იქნება წარმოდგენილი
საქართველოში სრულიად ახალი კონცეფციის მქონე დეველოპერული კომპანია შეიქმნა
Apple-მა თვალისმომჭრელ ყვითელ ფერში ახალი iPhone 14 და iPhone 14 Plus-ი წარმოადგინა