წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში საქართველოს 192 სკოლის 261 მასწავლებელი, 5 716 მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ მონაწილეობას

წიგნიერების საერთაშორისო კვლევაში (PIRLS - Progress in International Reading Literacy Study), 11-20 ოქტომბერს, მონაწილეობას საქართველოს 192 სკოლის 261 მასწავლებელი, 5 716 მოსწავლე და მათი მშობლები მიიღებენ.

კვლევას საქართველოში ადმინისტრირებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უწევს.

ცენტრის ინფორმაციით, PIRLS ამჯერადაც ფოკუსირებას მოახდენს კითხვის მიზნებსა და მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის გააზრების პროცესებზე. შეფასდება წაკითხულის გააზრებისათვის აუცილებელი 4 მნიშვნელოვანი პროცესი, კერძოდ: ტექსტში ინფორმაციის მოძებნა და ტესტურ დავალებაში მოცემული ინფორმაციის გაგება; ტექსტიდან უშუალო დასკვნების გაკეთება; აზრებისა და ინფორმაციის ინტერპრეტაცია და არსებულ ცოდნასთან ინტეგრირება; შინაარსისა და ტექსტუალური ელემენტების შეფასება და კრიტიკულად გააზრება.

„წიგნიერების საერთაშორისო კვლევა საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაციის (IEA) მიერ მსოფლიოს 60-მდე ქვეყანასა და 15-მდე რეგიონში ტარდება. საქართველო ამ კვლევაში 2006 წლიდან ჩაერთო და მას შემდეგ 2011 და 2016 წლების კვლევებში მიიღო მონაწილეობა.

კვლევის მიზანია 9-10 წლის (მეოთხეკლასელი) მოსწავლეების კითხვის უნარების შეფასება და კვლევაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეების მიღწევების დონის საერთაშორისო სტანდარტებთან შედარება. აგრეთვე იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს მოსწავლის სწავლის პროცესზე ისეთი კონტექსტუალური ფაქტორები, როგორებიცაა სასწავლო გარემო, მშობლების ჩართულობა, სკოლის მართვა, მასწავლებლის კვალიფიკაცია და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა