ცესკო - ზუგდიდში, ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო

ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე, თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა, - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საოლქო საარჩევნო კომისიებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

როგორც იოსელიანმა აღნიშნა, რეალურად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის თანდასწრებით.

„საოლქო საარჩევნო კომისიებში საჩივრების განხილვის პროცესი დღეს სრულდება. თუმცა, კომისიის წევრებს საკუთარი მოვალეობის შესრულება კონკრეტული პარტიების მხრიდან ზეწოლის ფონზე უწევთ. ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლა ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო, როდესაც კომისიამ კანონის სრული დაცვით განიხილა როგორც საარჩევნო სუბიექტების, ასევე სადამკვირვებლო ორგანიზაციების საჩივრები, რომლებიც 4 საარჩევნო უბანზე ბათილი ბიულეტენების გადამოწმებას შეეხებოდა. ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან ადგილი ჰქონდა უსაფუძვლო ბრალდებებს და მანიპულაციას, თითქოს ბათილი ბიულეტენები გახსნილი და ხელახლა დალუქული იყო, ასევე, თითქოს შედეგები „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გადაკეთდა. რეალურად, ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში დალუქული კონვერტების გახსნა და ბათილი ბიულეტენების დათვლა მოხდა გამჭვირვალედ, სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედიის თანდასწრებით, სადაც ნათლად ჩანდა ყველაფერი და გადაწყვეტილებები საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით, მსჯელობის შედეგად მიიღო“, - განაცხადა იოსელიანმა.

ამასთან, მისივე განცხადებით, აღსანიშნავია, რომ საარჩევნო რეფორმის ფარგლებში საუბნო შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გადათვლის საფუძველზე, ასევე საარჩევნო რეფორმის ფარგლებში განხორციელდა ბიულეტენების გადათვლა 360 უბანზე საქართველოს მასშტაბით.

„გადათვლის მექანიზმი და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამ პროცესის უმოკლესს ვადებში რეალიზება იყო გამჭვირვალე და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, თავი შეიკავონ მათთვის სასარგებლო ზეგავლენის მოხდენისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით კანონით დადგენილი პროცედურების ხელშეშლისა და დისკრედიტაციის მცდელობებისგან“, - განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, ზუგდიდის #67 საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყო. ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია იმყოფება. შენობაში მობილიზებულია პოლიცია. ოპოზიცია #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარე, მირანდა მესხთან შეხვედრას ითხოვს, თუმცა, პოლიცია ოპოზიციას მესხის კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევს.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს