გიგა ბოკერია - როდესაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პოლიტიკური დევნის ობიექტი ხდება, ქვეყნისთვის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისათვის ეს უდიდესი პრობლემაა

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის გიგა ბოკერიას განცხადებით, როდესაც პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ისეთი ცნობადი ფიგურა ხდება, როგორიც მიხეილ სააკაშვილია, ეს ქვეყნის პრობლემაზე ყურადღებას კიდევ უფრო ამახვილებს.

როგორც ბოკერია აცხადებს, „აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიან სასამართლო უნდა გვქონდეს“.

მისივე თქმით, სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს.

"პოლიტიკურად მოტივირებული დევნის და მართლმსაჯულების პრობლემა, ხელისუფლების დაკვეთით ოპონენტების დევნა დიდი ხანია უკვე, საქართველოს ყველა მოკავშირისთვის ძალიან მკაფიო სურათია ივანიშვილის რეჟიმთან დაკავშირებით. ეს არ არის სიახლე მათთვის და უდიდეს პრობლემას წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის თავისუფალ სამყაროში დაბრუნებისთვის, როდესაც ამ პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ხდება ისეთი ცნობადი ფიგურა, როგორიც ამ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილია, ეს ფაქტი კიდევ უფრო გაამახვილებს ყურადღებას ჩვენი ქვეყნის პრობლემაზე და ამიტომ აბსოლუტურად ბუნებრივია რეაქცია, როდესაც მოწოდებები კეთდება, რომ სამართლიანი სასამართლო უნდა გვქონდეს. აქვე ვიცით, რომ სამართლიანი სასამართლოს შანსი არ არსებობს და ამიტომ, კიდევ უფრო მწვავე რეაქცია იყო ღარიბაშვილის განცხადებაზე, რომელიც ღია და უტიფარი დადასტურებაა, რომ, ზოგადად, პოლიტიკური დაკვეთით ხდება ჩვენთან მართლმსაჯულება, როდესაც ეს პოლიტიკურ ოპონენტებს და ამ შემთხვევაში სააკაშვილს ეხება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა