შალვა პაპუაშვილი - მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს

მეც მოვუწოდებ სააკაშვილს, რომ შიმშილობა შეწყვიტოს,- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტებთან სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციას, რომ სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო. რაც შეეხება ტელევიზორსა და ლეიბს, პაპუაშვილის თქმით, ამასთან დაკავშირებით ადვოკატები არასწორ ინფორმაციას ავრცელებდნენ.

"რაც შეეხება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელის მოხდის პირობებს, ამასთან დაკავშირებით ბოლო დღეებში ტყუილი ვრცელდება, მათ შორის, მისი ადვოკატების მხრიდან. ტყუილი იყო, რომ თითქოს ლეიბი არ ჰქონდა, თავიდანვე ჰქონდა ლეიბი მას, წარმოუდგენელია, იატაკზე ეძინა თუ როგორ დავიჯეროთ ეს? ტყუილია, რომ თითქოს ტელევიზორს არ აძლევდნენ, პროცედურაა, რომ შესყიდვა უნდა მოხდეს თავად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამ პროცედურების გავლის შემდეგ მას ტელევიზორი აქვს.

რაც შეეხება შიმშილობას, მეც მოვუწოდებ მას, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. ეს რა თქმა უნდა, მისი პირადი გადაწყვეტილებაა, აქედან გამომდინარე სასჯელაღსრულების დაწესებულება რაიმე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, სააკაშვილმა შიმშილობის შედეგად 12 კილო დაიკლო და სავარაუდოდ, მისი ჯანმრთელობა თანდათან გაუარესდება. მისივე ინფორმაციით, სააკაშვილს უკვე აქვს ტელევიზორიც და დამატებით ლეიბი. ადვოკატის თქმით, ლეიბი მას აქამდეც ჰქონდა, თუმცა, ვერ აკმაყოფილებდა ელემენტარულ, ადამიანურ მოთხოვნას, რაც შეეხება მოთხოვნას, რომ ის პირადმა ექიმმა შემოაწმოს, ამაზე პენიტენციური სამსახურისგან პასუხი არ მიუღიათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა