თბილისის მერია სკანდინავიელი ინვესტორებისთვის წარსადგენი სტარტაპების რეგისტრაციას იწყებს

20-21 ოქტომბერს, თბილისი, დანიიდან, ნორვეგიიდან და ფინეთიდან მოწვეულ „ანგელოზ ინვესტორებს” (Angel Investors) უმასპინძლებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს DanBAN-ის (Danish Business Angels), Business Angels Norway-ის, FiBAN-ისა (Finnish Business Angels Network) და სხვა ორგანიზაციების 15-მდე წარმომადგენელი და ინვესტორი ეწვევა.

მათივე ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი საქართველოში ინვესტორების დაინტერესების და ადგილობრივი ბიზნესისთვის დამატებითი საინვესტიციო შესაძლებლობების შექმნის საშუალებით, თბილისის საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზაციაა.

„ღონისძიება ორდღიანია და მოიცავს შეხვედრებს ადგილობრივი ტექნოლოგიური ბიზნესის წარმომადგენლებთან (სტარტაპი და მცირე და საშუალო კომპანიები), პანელურ დისკუსიებს სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ვორქშოფებს, პრეზენტაციებსა და ნეთვორქინგს. ღონისძიებაზე ასევე, განიხილავენ საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემას, ტექნოლოგიურ ბიზნესში ინვესტირების შესაძლებლობებს, ინკუბაციის, პრე-აქსელერაციისა და აქსელერაციის პროგრამებს.

პროგრამის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს ქართული კომპანიების მიერ ინვესტორებისთვის თავიანთი საინვესტიციო პროექტების შესახებ მოკლე პრეზენტაციების წარდგენა, რომელიც 20 და 21 ოქტომბერს ჩატარდება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ წინასწარ დარეგისტრირებული ადგილობრივი ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები.

თბილისის ეკონომიკური განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობასა და ევროპის ქვეყნებთან საქმიანი და ბიზნესკავშირების გაღრმავებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნული ღონისძიება მიმდინარე წელს უკვე მეორედ ტარდება და ხელს უწყობს „ანგელოზი ინვესტორების“ კულტურის განვითარებას და აჩენს ახალ შესაძლებლობებს ქართული კომპანიებისთვის.

პროექტი თბილისის მერიისა და „ანგელოზ ინვესტორთა ქსელის“ (AXEL) ორგანიზებით ხორციელდება. დამატებითი ფინანსების მოძიების მიზნით, ინვესტორებისთვის საკუთარი პროექტის წარსადგენად, რეგისტრაციის გავლა 13 ოქტომბრის ჩათვლით, შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: shorturl.at/iCG36 - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო