ვახტანგ კალოიანი - ახლა ჩვენი გული და გონება მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი და ყველანაირ ზომას უნდა მივმართოთ მათ გადასარჩენად

ახლა ჩვენი გული და გონება მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილი და ჩვენ ყველანაირ ზომას უნდა მივმართოთ მათ გადასარჩენად, - ასე ეხმაურება ბათუმში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ვახტანგ კალოიანი ბათუმში მომხდარ ფაქტს.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაციის დროული ორგანიზება მნიშვნელოვანია.

„ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო ოპერაციის დროული და ადეკვატური ორგანიზება. ყველა დაზარალებულის გამოყვანა ნანგრევებიდან, რათა მოხერხდეს მათი სიცოცხლის გადარჩენა. მნიშვნელოვანია ჩვენი თანამოქალაქეების მხარდაჭერა, როგორც საზოგადოების, ასევე სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან. ახლა ჩვენი გული და გონება მიმართულია იმ ადამიანებისკენ, რომლებიც არიან ნანგრევებში მოყოლილი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ გადასარჩენად“, - განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა