ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან სატელეფონო კონტაქტზეა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანი მაშველებთან ტელეფონით კონტაქტობს.

„კონტაქტზე გამოდის 2 ადამიანი, ტელეფონით გვესაუბრება. ისინი ვერ გვიხსნიან რომელ სართულზე არიან, სულ დაბლა არიან ჩავარდნილები თუ მაღლა. ვესაუბრებით ტელეფონით. ასეულობით მაშველია ჩართული. საშუალება არ არის, რომ იქ ბევრი ადამიანი ავიდეს და 100-მა და 200- მა ადამიანმა ერთდროულად იმუშაოს, თუმცა, ერთმანეთს ვცვლით. ტექნიკა არის ჩართული. მობილიზებულია როგორც შსს-ს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების მუნიციპალური სამსახურები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს, თუმცა, ამ შემთხვევაში სწრაფად მუშაობა ვერ გამოდის ფიზიკურად, შეიძლება უფრო დავაშავოთ და უფრო ცუდი მოხდეს. მაღალ დონეზე მუშაობენ ჩვენი მაშველები, რომ სინკარია თუ ბეტონის ნანგრევები, გადმოვალაგოთ და ქვეშ მოყოლილი ადამიანები უფრო არ დავაშავოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია