გიორგი ნონიაშვილი - „ევროპული საქართველო“ სოლიდარული ვართ და პოლიტიკურ პატიმრად მივიჩნევთ სააკაშვილს, მაგრამ ეს კონკრეტული აქცია არა ჩვენი, არამედ „ნაცმოძრაობის“ აქციაა

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიორგი ნონიაშვილის ინფორმაციით, მათი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებულ აქციებს არ შეუერთდება.

ნონიაშვილის განმარტებით, „ევროპული საქართველო“ იზიარებს სულისკვეთებას, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად დევნილია და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს, მაგრამ რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ და ცხადია, აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები იქნებიან, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს.

„ევროპული საქართველოს“ პოზიციით მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური დევნილი და ამ ხელისუფლების პოლიტიკური მძევალი და მას აქვს ყველა ის უფლება, რაც ნებისმიერ მოქალაქეს აქვს, არ აქვს მნიშვნელობა მიხეილ სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, მის პარტიულ პრეფერენციებში ჯდება თუ არა და შესაბამისად, ჩვენ ვართ სოლიდარულები და ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი და საპატიმროდან უნდა გამოვიდეს. რაც შეეხება აქციებს, ეს აქციები არის უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციები და ცხადია, რომ აქციაზე იქნებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ აქციაში მონაწილეობას არ იღებს, მაგრამ ვიზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ ის არის პოლიტიკურად დევნილი“, - განაცხადა გიორგი ნონიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა