სანდრო რაქვიაშვილი - სანამ სასამართლო სისტემას არ გავმართავთ, ნებისმიერი პოლიტიკური საქმე უნდა იყოს შეჩერებული

სანამ სასამართლო სისტემას არ გავმართავთ, ნებისმიერი პოლიტიკური საქმე უნდა იყოს შეჩერებული,- ამის შესახებ „გირჩის" დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, თუ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ბევრი გაბრაზებული ადამიანი გამოვა, პოლიტიკური რეალობა შეიცვლება, თუმცა, თავად „ნაციონალური მოძრაობის" აქციას არ შეუერთდებიან.

„ჩვენ ამ აქციას არ შევუერთდებით, ბუნებრივია. თუმცა, მათი უფლებაა აქციაც დაანონსონ, გამართონ, ვადამდელი არჩევნები მოითხოვონ, სააკაშვილის გამოშვებას, დარწმუნებული ვარ ასობით ათასი ადამიანი ემხრობა ჩვენს ქვეყანაში და მათი პოზიცია გარკვეული სახით, ასახული უნდა იყოს. ჩაატარონ, რატომაც არა, თუ ყველაფერი მშვიდობიანი იქნება. თუ მხოლოდ პარტაქტივი იქნება აქციაზე, არაფერი გამოვა, წინა აქციებიც იმიტომ არ იყო წარმატებული, რომ აკლდა ემოცია, არა მხოლოდ რაოდენობა. ერთია ჩამოიყვანო რეგიონებიდან ადამიანები და მეორეა, რომ ეს ხალხი მართლა გაბრაზებული იყოს და მართლა მოდიოდეს. ახლა თბილისში რომ აღმოჩნდეს 100 000 გაბრაზებული ადამიანი, ხვალ შეიცვლება პოლიტიკური რეალობა ნებისმიერ შემთხვევაში. 3000 - მა გაბრაზებულმა ადამიანმა ჰესის მშენებლობა გააჩერა ჩვენს ქვეყანაში, ვინც არ უნდა ყოფილიყო მართალი ამ სიტუაციაში. გამოვა თუ არა ეს, არის თუ არა ამდენი მსურველი იმის, რომ სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს, თუ ეს რიგითი აქცია იქნება, დავინახავთ.

ზოგადად, მივიჩნევ, რომ სანამ სასამართლო სისტემას არ გავმართავთ, ნებისმიერი პოლიტიკური საქმე უნდა იყოს შეჩერებული.

სააკაშვილთან დაკავშირებით რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს პოლიტიკურია, ნებისმიერ საქმეს შეიძლება უამრავი განზომილება ჰქონდეს და უნდა იცოდე პოლიტიკური ფაქტორი ახდენს გავლენას თუ არა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური ფაქტორი ყოველთვის იქნება,"- განაცხადა რაქვიაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო