თეგეტა აკადემია ინფორმაციას ავრცელებს.

თეგეტა აკადემია ინფორმაციას ავრცელებს. თუ ხართ კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც საქმიანობს სამშენებლო, ლოჯისტიკურ და სატრანსპორტო სფეროში, ან უბრალოდ გაქვთ მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებით და მძიმე ტექნიკით დაკომპლექტებული ავტოპარკი, ან მომსახურების სფეროში Front & Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება, მომსახურების სტანდარტების შემუშავება - დანერგვა გჭირდებათ, მაშინ ეს ამბავი აუცილებლად დაგაინტერესებთ, - ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც კომპანია „თეგეტა მოტორსში“ გაჩნდა თანამშრომლების პროფესიული განვითარების, ახალი ცოდნისა და სერვისების გაუმჯობესების საჭიროება.

„მაშინ დაიბადა იდეა შექმნილიყო სივრცე, სადაც ყველა მსურველს საშუალება ექნებოდა მიეღო სრულფასოვანი ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება სხვადასხვა მიმართულებით. იდეა წარმატებით განხორციელდა და შეიქმნა „თეგეტა აკადემია“.

მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად, დღეს უკვე „თეგეტა აკადემია“ აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნეს მიმართულებით. 2013 წლიდან დღემდე ჩატარდა 250 ტრენინგი, სადაც ჯამში 6000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 1200-მა მონაწილემ გაიარა სერვის პლიუსის ტრენინგები. მომსახურების სტანდარტები კი დაინერგა 15-მდე კომპანიაში. აკადემიის ტრენინგებით კმაყოფილების მაჩვენებელი კი 97%-ია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თეგეტა აკადემიის“ კომერციული მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ცინარიძე მომსახურების სპეციფიკას ხსნის.

„ტექნიკურ მიმართულებაში ერთიანდება ტრენინგები მსუბუქი, სატვირთო ავტომობილებისა და სპეც-ტექნიკის მოვლა-ექსპლუატაციის შესახებ. მძღოლებს, ოპერატორებს, ტრანსპორტის მენეჯრებს და ყველას, ვისაც შეხება აქვს ტექნიკასთან, პირველ რიგში, ვასწავლით სწორ და უსაფრთხო ექსპლუატაციას; ვასწავლით როგორ მოუარონ ტექნიკას იმისათვის, რომ მაქსიმალურად დაიზოგოს ხარჯები. ასევე, ვასწავლით ავტომობილის/ტექნიკის აგებულებას და მუშაობის პრინციპებს.

ბიზნეს მიმართულებაში კი შედის Front და Back ოფისის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო კურსები. მათ შორის სერვის პლიუსი, მომსხაურების სტანდარტების დანერგვა და გაყიდვები“, - განაცხადა მან.

თეგეტა აკადემია, რომელსაც გუნდის სწავლებისა და განვითარების უკვე დიდი გამოცდილება აქვს, კომპანიებს საჭიროებების კვლევასაც სთავაზობს. ასევე შეთავაზების პაკეტშია თანამშრომლების განვითარების პროგრამის შემუშავება და განხორციელება, მოგვიანებით კი შედეგების მონიტორინგსა და შეფასებასაც თეგეტა აკადემია თავის თავზე აიღებს, - ეს ყველაფერი კი როგორც ტექნიკური, ისე ბიზნეს მიმართულებით.

„თეგეტა აკადემიამ“ არაერთი წარმატებული პროექტი განახორციელა. მრავალფეროვანია ტრენინგების თემატიკა, პარტნიორი კომპანიებისა და პროექტების სია კი საკმაოდ ვრცელია.

გარდა ამისა, სატრენინგო მომსახურებასთან ერთად, თეგეტა აკადემიამ ცოტა ხნის წინ არაფორმალური განათლების აღიარების უფლებაც მოიპოვა, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ ავტომექანიკოსს შეუძლია თავისი ცოდნა და გამოცდილება დაასაბუთოს და და სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკაციც მიიღოს.

რაც შეეხება აკადემიის გუნდს, ყველა სასწავლო კურსს უძღვებიან ადგილობრივი და მოწვეული კვალიფიციური ტრენერები, რომლებიც მზად არიან გაგიზიარონ საკუთარი ცოდნა, გამოცდილება და შეიტანონ წვლილი თქვენი კომპანიის თანამშრომლების პიროვნულ და პროფესიულ განვითარებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო