არსებობს ადამიანთა დიდი ჯგუფი, ვინც ლოცულობს, რომ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევას მსხვერპლი არ მოჰყვეს და არსებობენ ადამიანები, ვისაც სურს, მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღონ, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.
„ამას წარსულის გამოცდილება გვიჩვენებს. არიან ადამიანები, ვისაც ახალგაზრდა ადამიანების დაღუპვა უხაროდათ, რათა აქედან პოლიტიკური დივიდენდი მიეღოთ", - აღნიშნა მან.
ვოლსკის თქმით, თუკი გამოძიება დაადგენს, რომ აღნიშნულ კორპუსში ისეთი უკანონო სამუშაოები ხორციელდებოდა, რასაც შედეგად ნგრევა მოჰყვა, პასუხისმგებლობა ძალიან მკაცრი იქნება.