მიხეილ სააკაშვილი - შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა - ვაფასებ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით მამამისის მოწოდებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ახლა შიმშილობა ბრძოლის ერთადერთი ფორმაა.

„ნიკა, ძვირფასო, ბავშვობიდან არამხოლოდ მამა, არამედ ჩემი მთავარი მკურნალი იყავი. სამწუხაროდ, შიმშილობა ჩემთვის არის ბრძოლის ერთადერთი ფორმა, რომელიც ამ რეჟიმმა დამიტოვა. ახლა ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩემი თავი და ჯანმრთელობა. ვაფასებ შენ მამობრივ ზრუნვას, მაგრამ მგონი იცი, რომ სანახევროდ არასდროს არაფერს ვაკეთებ", - წერს სააკაშვილი მიმართვაში, რომელიც ციხიდან „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ, სააკაშვილის მონახულების შემდეგ გამოიტანა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც ნიკოლოზ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა „უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს“ და ენერგია შემდგომი ბრძოლისთვის უნდა მოიკრიფოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა