„ევროპის უნივერსიტეტს" კალიფორნიის ბაპტისტური უნივერსიტეტის გლობალური ინიციატივების ვიცე-პრეზიდენტი ეწვია

„ევროპის უნივერსიტეტს" 8 ოქტომბერს ამერიკის შეერთებული შტატებიდან კალიფორნიის ბაპტისტური უნივერსიტეტის გლობალური ინიციატივების ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი ლარი ლინამენი ეწვია.

„ევროპის უნივერსიტეტს" ინფორმაციით, „ევროპის უნივერსიტეტის" მხრიდან შეხვედრას რექტორი ნინო ტალიაშვილი, მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ნათია ჯოჯუა, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი თათია დოლიძე და მედიცინის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი თინათინ გოგნაძე ესწრებოდნენ.

მხარეებმა ერთობლივი კვლევის, აკადემიური მობილობისა და ექსტრაკურიკულარული აქტივობების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს და დაიგეგმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება.

ვიზიტის ფარგლებში ლარი ლინამენმა მედიცინის ფაკულტეტის კორპუსში სიმულაციური ცენტრი, სტომატოლოგიის სასწავლო კაბინეტები და ლაბორატორიები დაათვალიერა, რის შემდეგაც ადმინისტრაციულ შენობას ეწვია და "ევროპის უნივერისტეტის" ბაზაზე არსებულ ისტორიულ-არქეოლოგიურ მუზეუმს, იმიტირებულ საპარლამენტო და სასამართლო დარბაზებს, აუდიტორიებსა და კომპიუტერულ ლაბორატორიებს გაეცნო.

აღსანიშნავია, რომ კალიფორნიის ბაპტისტური უნივერსიტეტი მრავალპროფილური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც 150 საბაკალავრო, 45 სამაგისტრო და 7 სადოქტორო პროგრამას ახორციელებს და ამერიკის მასშტაბით საუკეთესო ხუთეულში შედის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს