ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე - მიხეილ სააკაშვილი მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა, წყალს სვამს, საკვებს არ იღებს, წვენი დალია - საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება, იმიტომ, რომ ანემია აქვს

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ მოინახულა.

როგორც ნიკოლოზ ყიფშიძემ ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას გააგრძელებს, მისი მდგომარეობა რამდენიმე დღეში გაუარესდება.

„სააკაშვილი მხნედ არის და კარგად გრძნობს თავს. ბათუმში მომხდარ ამბავზე ნერვიულობდა ძალიან. შიმშილობას განაგრძობს და მითხრა, რომ არ დაამთავრებს. თავს კარგად გრძნობს, რომ ნახოთ ვერც შეატყობთ, რომ შიმშილობს. წონაში დაკლებულია.

ასევე, შევხვდი მთავარ ექიმს, ვისაუბრეთ და კვლევები, რაც მე მინდოდა, რომ ჩატარებულიყო, უკვე ჩატარებულია. პასუხები არ არის დამაიმედებელი.

მედიკამენტური დახმარება ჯერ არ სჭირდება, მაგრამ შემდეგ კვირას დასჭირდება. ორ-სამ დღეში ეს ანალიზები გაუარესდება და სხვადასხვა სახის მკურნალობა დასჭირდება", - განაცხადა ექიმმა.

რაც შეეხება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციას, რომ მიხეილ სააკაშვილმა თაფლის და ნატურალური წვენის მიღება დაიწყო, სააკაშვილის პირადი ექიმი აცხადებს, რომ საკვებს არ იღებს, მხოლოდ წვენი დალია.

„მშრალ შიმშილობაზე არასდროს ყოფილა, წყალს სვამს. საკვებს არ იღებს, წვენი დალია.

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდება. საფრთხის წინაშე რამდენიმე დღეში იქნება, იმიტომ, რომ ანემია აქვს" , - განაცხადა ექიმმა.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა