ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს გვერდით მდგომი შენობაც ავარიულია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს

მენაშენეთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, ბათუმში ჩამონგრეული სადარბაზოს მარჯვნივ მდგომი შენობაც ავარიულია. ამის შესახებ როსტომაშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

მისივე თქმით, აღნიშნულ შენობაში მოსახლეობის შეყვანა დაუშვებელია და მისი დემონტაჟი უნდა მოხდეს.

„ხელმარჯვნივ შენობას, ერთი კადრი იყო და ჩანდა მისი გვერდითი კედელი, სპეციალისტი ამას დააკვირდებოდა, ამოღებული ჰქონდა გვერდითი კედლები, მომიჯნავე კედლები დანგრეულ სახლთან. რა მიზნით იცით? ყველა შენობაში არის ე.წ. ტემპერატურული ნაკერი, დაახლოებით 30-40 სმ სისქის არის ხოლმე. ამ ტემპერატურული ნაკერის მიერთების მიზნით გვერდითა კედლები ამოღებულია და იყო ბეტონი დასხმული. ეს სახლიც ავარიულია, მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ. მოსახლეობა გამოიყვანეს და იქ არ შეიძლება მოსახლეობის შეყვანა, უნდა მოხდეს იმ სახლის დემონტაჟი“, - განაცხადა ირაკლი როსტომაშვილმა.

მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2021
რამაზ საყვარელიძე - თუ მრავალპარტიულობა ხელოვნურია, საარჩევნო დონეზე შესაძლოა მას ჰქონდეს შედეგი, მაგრამ რეალური მრავალპარტიულობა მაინც არ გვექნება და გადაწყვეტილებების მიმღები ერთი პარტია იქნება
პაატა დავითაია - ვინც საპარლამენტო არჩევნების წინ ფართო გაერთიანების მოდელს შესთავაზებს ამომრჩეველს, მოგებაც მის მხარეს იქნება - ვინც ამ სისტემით გავა არჩევნებზე, ის მინიმუმ გაყოფს ხელისუფლებას, მაქსიმუმ - მოიპოვებს
კოლიერსის საოფისე სერვისების პოსტპანდემიური ტრანსფორმაცია
ევროპის საინვესტიციო ბანკმა ტერაბანკს გრძელვადიანი საკრედიტო რესურსი გამოუყო
LEXUS-ი წარმოგიდგენთ უახლეს ფლაგმან მოდელს LX 600
ჩაირთე „სილქფესტი“ და ისარგებლე ულიმიტო ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით უსასრულოდ, მთელი თვის განმავლობაში
„მიჰაუსში“ გრანდიოზული ფასდაკლება დაიწყო
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და „ჯი ეს ემ ტრანსმა“ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს