კახა კალაძე - ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან

თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში შვიდსართულიანი შენობის დანგრევას, რომლის დროსაც მასში მცხოვრებლები ნანგრევებში მოყვნენ, სოციალურ ქსელში ეხმაურება. კახა კალაძემ ნანგრევებიდან ამოყვანილ ადამიანებს გადარჩენა მიულოცა.

„მძიმე წუთები უდგას საქართველოს. ყველა შეგვძრა ბათუმში მომხდარმა საზარელმა შემთხვევამ.

ჩვენმა გმირმა მაშველებმა უკვე შეძლეს რამდენიმე ადამიანის გადარჩენა და სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

ვლოცულობთ ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადასარჩენად, რომელთა შორის ბავშვებიც არიან.

ღმერთმა მშვიდობა მისცეს ჩვენს ქვეყანას!“, - წერს კახა კალაძე.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს