ვახტანგ გომელაური - ჩვენი ვარაუდით, ნანგრევებში დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს

ჩვენი ვარაუდით, ნანგრევებში დაახლოებით, 10 კაცზე მეტი არ უნდა იყოს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, სამუშაო გაგრძელდება.

„ძალიან დიდი მასაა და ფრთხილად მუშაობენ, რომ ჩვენი მუშაობით პირიქით, თუ გადარჩენილია ადამიანი, არ დაიღუპოს და რამე არ დავუზიანოთ. მძიმე სამუშაოა, ვინაიდან ორ კორპუსს შორის დგას ჩამონგრეული კორპუსი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ ყველაფრის გადმოლაგება. თუ ცოცხალი ადამიანი გადარჩა, უფრო სწრაფად ვუშველოთ და გადავიყვანოთ საავადმყოფოში.

(ნანგრევებში) უნდა იყოს 2 ან 3 ბავშვი, როგორც მეზობლები გვეუბნებიან, ოღონდ ვერ გიდასტურებთ ჯერ ვერაფერს“, - განაცხადა შს მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა