„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელები ირენა სტურუა და ირინა კოტუა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოაძევეს

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელები ირენა სტურუა და ირინა კოტუა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიიდან გამოაძევეს.

როგორც სტურუა აცხადებს, მან მოითხოვა მთლიანად გახსნილიყო უბანი და მომხდარიყო ხმების გადათვალა, რაზეც წამოვიდა წინააღმდეგობა კომისიის წევრების მხრიდან.

„ევროპული საქართველოს" წევრმა დაწერა საჩივარი იმასთან დაკავშირებით, რომ დამკვირვებელი აცხადებდა, რომ ამ უბანზე იყო მიღებული 6 ხმა, ხოლო ეწერათ 0 და ზოგადად ოქმში არ დგებოდა ბალანსი, მოვედით და მაშინვე მოვიძიეთ 6 ხმა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აქედან 2 სუბიექტი საერთოდ არ იძებნებოდა, რომლებსაც 2-2 ხმა ეწერათ და მთლიანი ამ დათვლის განმავლობაში ხან მეტობა იყო ხან ნაკლებობა. ამის შემდეგ მე მოვითხოვე მთლიანად გახსნილიყო უბანი და მომხდარიყო გადათვლა ხმების, რაზეც წამოვიდა წინააღმდეგობა კომისიის წევრების მხრიდან, შეურაცხყოფის მოყენება, მე მათ მოვუწოდე, რომ ამომრჩევლის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე გვემოქმედა, რადგან ყველას აქვს ვალდებულება საქართველოს ამომრჩევლის ნებას სცეს პატივი, რაც მათ მიიღეს შეურაცხმყოფელად და დააყენეს საკითხი ჩემი გაძევების, "ევროპულ საქართველოს" ქონდა 6 ხმა და გადათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ევროპელ დემოკრატებს“ და მამუკა ხუსკივაძის პარტიას ეწერათ 2-2 ხმა, რომლებიც საერთოდ არ იძებნებოდნენ, ჩანდა, რომ უბანზე იყო სრული ქაოსი და არეულობა, გადათვლის პროცესში ხან მეტობა ფიქსირდებოდა და ხან ნაკლებობა, მათ ვთხოვე, რომ მოქცეულიყვნენ ზეპარტიულად და დაეთვალათ ხმები, რაც აღმოჩნდა მათთვის შეურაცხმყოფელი, რადგან ისინი მოქმედებენ ვიწრო პარტიული ინტერესებით“, - განაცხადა სტურუამ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს