სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 წლის ნიკა კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულების, გიორგი კავილაძისთვის და აკო ჭელიძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხი განიხილება.

დღევანდელ სხდომაზე, ბრალდების მხარე პროცესზე წარმოდგენილი ბრალდებულების მიმართ მოითხოვს დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვებას.

როგორც გიორგი კავილაძის ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი აცხადებს, დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიებია გარეშე დატოვებას მოითხოვს.

"დღევანდელი პროცესი უკვე გამოტანილი განჩინების კანონიერების გადამოწმებაა და თავად ბრალდებულების სამართლიანი განხილვის უფლების საშუალების მიცემა. პირველ რიგში ბრალდების მხარის პოზიციას მოვისმენთ, ჩვენმა მხარემ სასამართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრეთ. ორივე სასამართლოს განჩინებას დასაბუთების პრობლემა აქვს. აქედან გამომდინარე, პატიმრობის საკითხს, როგორც ადვოკატი, დასაბუთების გარეშე მივიჩნევ. თუ სასამართლოს ტენდენცია ასეთი ექნება, რომ უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება და უკვე დაპატიმრებული არიან და ახლა მხოლოდ ფორმალური ნაწიალია, კატეგორიულად არ დავეთხმებით.

რაც შეეხება ბრალის კვალიფიკაციას, კვალიფიკაციის შეცვლას, ან მის ირგვლივ რამე მოქმედების განხორციელებას დაცვის მხარე არ ვაპირებთ. თუმცა, მივიჩნევ, რომ ხარვეზები და პრობლემა წარდგენილ ბრალდებაში არის", - განაცხადა ტურაზაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო