ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, ბრალდებულებმა დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმის პროკურორის გია შაიშმელაშვილის განცხადებით, ბრალდებულებმა გიორგი კავილაძემ და აკო ჭელიძემ დანაშაულის ჩადენის შემდეგ 15-მდე ავტომანქანა გამოიყენეს. პროკურორი აღნიშნულით დაცვის მხარეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალნენ და იმისთვის, რომ გამოძიებას ხელი შეშლოდა, სხვადასხვა ავტომანქანა გამოიყენეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი გადამალეს.

"დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიმალვაში იმყოფებოდნენ, მაგრამ არ მგონია ისინი დასასვენებლად ყოფილიყვნენ წყენთში. 10-15 მანქანა გამოიყენეს, ზოგი ტაქსი, ზოგი - ნათხოვარი მანქანა",- განაცხადა შაიშმელაშვილმა.

აღნიშნულს დაცვის მხარე გამოეხმაურა და განმარტა, რომ ეს ყველაფერი ჯერ დადგენილი არ არის.

ცნობისთვის, თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე, 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე თბილისში, წყნეთში დააკავეს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წაყენებული. ბრალდებულებს საგამოძიებო უწყება მკვლელობის დღიდან ეძებდა. დაკავებულებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

შეგახსენებთ, რომ ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა