„ნაცმოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი - ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არაა, გადაწყვეტილება მივიღეთ, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია

ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის მერობის კანდიდატი გიორგი კირთაძე აცხადებს.

კირთაძე ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამო გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩვენს ქალაქში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. ბათუმი დაღუპულ თანამოქალაქეებს გლოვობს. ახლა, პაექრობის და პოლიტიკური განცხადებების დრო არ არის. ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით შევაჩეროთ საარჩევნო კამპანია. ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმს და სრულიად საქართველოს. არ შემიძლია, მადლობა არ გადავუხადო სამაშველო სამსახურის ყველა თანამშრომელს დაუღალავი და თავდადებული შრომისთვის. სამუშაოები გრძელდება და იმედს არ ვკარგავთ, რომ ცოცხლებს ამოვიყვანთ ნანგრევებიდან“, - წერს გიორგი კირთაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე გუშინ მომხდარი ტრაგედიის შედეგად 8 პირი გარდაიცვალა, აქედან 4 ერთი ოჯახის წევრია.

რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც მაშველებმა კორპუსის ნანგრევებიდან გუშინ ამოიყვანეს, ის კლინიკაშია მოთავსებული და მისი მდგომარეობა მძიმეა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა