მამუკა ხაზარაძე - დიდი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის ყველა წევრს, ახლობელს, სრულიად საქართველოს

იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში დაწერა.

ხაზარაძე მომხდარის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს უსამძიმრებს.

„დიდი ტრაგედია დატრიალდა ბათუმში, ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის ყველა წევრს, ახლობელს, სრულიად საქართველოს.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოვჩენილიყავით იმ ადგილას.

იქნებ ამ უდანაშაულო ადამიანების სიკვდილმა დაგვაფიქროს, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, არც სახლის და არც ქვეყნის მომავლის შენების, არც ასეთ ტყუილში ცხოვრების გაგრძელება არ შეიძლება“, - წერს მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ამ დროისთვის ტრაგედიის შედეგად 8 პირია გარდაცვლილი, აქედან 4, ერთი ოჯახის წევრია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა