გიგი წერეთელი - უნდა ვიფიქროთ არსებულ ფორმატებში საქართველოს პოზიციების გაძლიერებაზე და არა ისეთ ფორმატში მონაწილეობაზე, სადაც დომინანტი რუსეთი იქნება

საქართველოს ის ფორმატები არ აქვს ეფექტურად ჯერ კიდევ გამოყენებული, სადაც რუსეთთან ერთად არიან ჩვენი დასავლური პარტნიორები, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და იმ ფორმატში, სადაც ვიცით, რომ რუსეთი იქნება დომინანტი, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა, მე ვფიქრობ, მავნებლური მოსაზრებაა - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებას 3+3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.

გიგი წერეთელმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მავნებლური მოსაზრება უწოდა და აღნიშნა, რომ ის საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დასავლური კურსის სრულიად საპირისპიროა.

„სრულიად გაუგებარია თუ რას ემსახურება ეს განცხადება, 3+3 ფორმატთან დაკავშირებით, საქართველოს ის ფორმატები არ აქვს ეფექტურად ჯერ კიდევ გამოყენებული, სადაც რუსეთთან ერთად არიან ჩვენი დასავლური პარტნიორები, ეუთო, ევროსაბჭო, გაერო და იმ ფორმატში, სადაც ვიცით, რომ რუსეთი იქნება დომინანტი, რატომ უნდა მიიღოს საქართველომ მონაწილეობა. მე ვფიქრობ, მავნებლური მოსაზრებაა, საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული დასავლური კურსის სრულიად საპირისპირო განცხადებაა, თუ რომელიმე ქვეყანასთან გვჭირდება ურთიერთობა - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ორმაგი ფორმატები არსებობს, პლუს ამას, გვაქვს საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ფორმატი, თუ სადმე გვჭირდება უფრო მეტი მუშაობა ამ ფორმატების გაძლიერებაზე, უნდა ვიფიქროთ, ვიდრე მივიღოთ ისეთ ფორმატში მონაწილეობა, სადაც რუსეთი იქნება წამყვანი ქვეყანა,“- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 3+3 ფორმატში მონაწილეობა რთული იქნება, რადგან დეოკუპაციის მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა. „იმ პირობებში, როცა ვერ ვხედავთ დეოკუპაციის მიმართულებით ვერანაირ პროცესს, ძალიან ძნელია, ამ ფორმატში დაჯდე და ისაუბრო რაღაც სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე,“- აღნიშნა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო