ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, რუსთავის ციხესთან აქციას მართავენ

კლუბი „თავთავის“ წევრები საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ექიმებთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქციას მართავენ.

პროტესტის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი და თეთრი ბუშტები, ასევე ბანერები წარწერით: „თავისუფლება სამშობლოს მშენებელ მიხეილ სააკაშვილს“.

აქციის მონაწილეები მთავრობას მიმართავენ მოთხოვნით, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალის გაფიცვას აანონსებენ.

„ჩვენი მიმართვა და კატეგორიული მოთხოვნაა მთავრობის მიმართ, რომ ეს ადამიანი ციხიდან გაათავისუფლონ, თუ არადა მიიღებენ 28 ათასი ექიმის გამოსვლას ქუჩაში, თეთრხალათიანების გაფიცვას“,- განაცხადა აქციის მონაწილე, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ირაკლი გიორგობიანმა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იხდის. ამასთან ის უკვე მე-9 დღეა შიმშილობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა