პაატა დავითაია - ბათუმის ტრაგედია უდიდესი ტრაგედიაა, მკაცრად უნდა დაისაჯოს  ყველა დამნაშავე

„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია ბათუმში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებს.

როგორც დავითაია აცხადებს, სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, მოქალაქეებსა და შესაბამის ორგანოებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„ეს არის უდიდესი ტრაგედია. მთელი საქართველო გლოვობს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანებს, ბავშვებს. გამოძიებამ უნდა დაადგინოს ზუსტი მიზეზები, თუ რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა და დაისაჯოს ყველა დამნაშავე. სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებასთან ერთად, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს, როგორც მოქალაქეებს, ასევე შესაბამის ორგანოებს, მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა პაატა დავითაიამ.

ცნობისთვის, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო გუშინ ჩამოინგრა. ტრაგედიის შედეგად 9 პირი გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. უწყების ინფორმაციით, ბათუმში, კორპუსის პირველ სართულზე ერთ-ერთი ბინის მესაკუთრის მითითებით სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რამაც სადარბაზოს ჩამონგრევა გამოიწვია. დაკავებულია ბინის მეპატრონე და ორი მუშა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა