თორნიკე რიჟვაძე - ყველაფერი გაკეთდება, გარდაცვლილი ოჯახებისთვის და იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება

ყველაფერი გაკეთდება, გარდაცვლილი ოჯახებისთვის და იმისთვის, რომ აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში განაცხადა.

რიჟვაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ, თუმცა, მისი თქმით, სამუშოები თვითნებური იყო.

"უმძიმესი დღეებია ჩვენი ქალაქისთვის, ამ ოჯახებისთვის. კიდევ ერთხელ სამძიმარს ვუცხადებ თითოეული გარდაცვლილის ოჯახს, მათ ახლობლებს, მეგობრებს. ახლა მიმდინარეობს ღონისძიებები, რომელიც მიზნად ისახავს შემდეგი რისკების პრევეცნიას და ყველაფერი გაკეთდება, რომ ერთის მხრივ სახელმწიფომ გააკეთოს გარდაცვლილი ოჯახებისთვის ყველაფერი, რაც მათ ესაჭიროებათ და მეორეს მხრივ, აქ მცხოვრებმა ოჯახებმა უსაფრთხოდ გააგრძელონ ცხოვრება. შესაბამისი საგამოძიებო უწყებები პერიოდულად გვაწვდიან ინფორმაციას და თუ იქნება ახალი გარემოებები, ამასთან დაკავშირებითაც გეცნობებათ.

რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას და საბოლოო პასუხისმგებლობას, უნდა დაველოდოთ შედეგებს და ამ ვერსიებით საბოლოოდ მივიღებთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო ბრალეულ პირებს. აქ მომხდარ საშინელ ტრაგედიას, აქ იყო თვითნებური სამუშაოები და ამიტომაც დადგა პასუხისმგებლობა. ზოგადად, ბათუმში და ყველა დიდ ქალაქში, ავარიული სახლების პრობლემა გვაქვს ყველას და ეს არის ათწლეულების განმავლობაში დაგროვილი პრობლემა და ვმუშაობთ, რომ ეს პრობლემები გადაიჭრას და ყველა ოჯახი ცხოვრობდეს უსაფრთხოდ",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს