საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, სამძიმრის წერილს აქვეყნებს.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა.

ჩვენთვის ორმაგად ტრაგიკულია მომხდარი შემთხვევა, რადგან მას მცირეწლოვანი ბავშვები, მათ შორის სკოლის მოსწავლეები ემსხვერპლნენ.

ეს არის სრულიად საქართველოსთვის უდიდესი ტრაგედია, ტკივილი და დანაკარგი.

სამძიმარს ვუცხადებთ ყველა გარდაცვლილის ოჯახს, მათ მეგობრებს, ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა