"ევროპულმა საქართველომ" საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართა

"ევროპული საქართველოს" და საერთო ოპოზიციის შეთანხმებულმა მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში ბესიკ დონაძემ, საბურთალოს 33-ე უბნის გახსნის მოთხოვნით საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

მისი თქმით, #33 უბანზე პროცედურული დარღვევები დაფიქსირდა. დონაძის განცხადებით, აღნიშნულ უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ნამდვილად აქვს ხმა მიღებული, თუმცა ოქმში 0 ხმა უწერია.

„"ევროპული საქართველო" საქალაქო სასამართლოს მიმართავს სარჩელით, რომელიც საბურთალოს 33-ე უბანს ეხება, სადაც ოქმი დაუბალანსებელი და „ევროპულ საქართველოს“ უწერია 0 ხმა, მაგრამ თვლის დროს ამ უბანზე „ევროპულ საქართველოს“ ხმა აქვს აღებული ნამდვილად, ამიტომ ჩვენ მივმართავთ საქალაქო სასამართლოს და ვითხოვთ ამ უბნის გახსნას, საოლქო საარჩევნო კომისიამ არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელი, წესით ხვალ უნდა ჩაინიშნოს სასამართლო პროცესი რასაც დაველოდებით, 33-ე უბანზე დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, ასევე უბნის გარეთ ზეწოლის და დაშინების ფაქტები, ეს დარღვევები აისახა ოქმში, რადგან ეს საჩივარი არ დაგვიკმაყოფილეს ახლა მივმართავთ საქალაქო სასამართლოს უბნის გახსნის მოთხოვნით“, - განაცხადა დონაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა