რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ხმაური იყო

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, ხმაური იყო.

აქციის მონაწილეების თქმით, ადგილზე შეკრებილები ტერიტორიაზე საღებავით წარწერის - "თავისუფლება მიშას" გაკეთებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მისცეს.

"სტენსილი, რომელსაც ეწერა "თავისუფლება მიშას", წაართვეს დეპუტატ ეკა ხერხეულიძეს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მხარდამჭერები სკანდირებდნენ: "თავისუფლება მიშას".

პენიტენციურ დაწესებულებასთან ამ დროისთვის მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან შეკრებილები და მიხეილ სააკაშვილს ხმარდაჭერას უცხადებენ. ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

ინფორმაციისთვის, რუსთავის #12 დაწესებულებასთან მხარდამჭერები მას შემდეგ შეიკრიბნენ, რაც მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა. ასევე, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია და სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო