მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 11, 12 და 13 ოქტომბერს შეჩერდება

მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის სამსახურში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება 11, 12 და 13 ოქტომბერს შესაძლებელი არ იქნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მათ, ვისაც აღნიშნულ თარიღებში უკვე დაჯავშნილი აქვს თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შეთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგიონული დეპარტამენტის ზუგდიდის სამსახურში დაგეგმილია პრაქტიკული საგამოცდო მოედნის ტექნიკური და ინფრასტრუქტურული განახლება, რის გამოც 11, 12 და 13 ოქტომბერს პრაქტიკული გამოცდის მიღება შეჩერდება.

ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის იმ პირებს, ვისაც აღნიშნულ თარიღებში ზუგდიდის სამსახურში უკვე დაჯავშნილი აქვს მართვის უფლების მისაღები თეორიული გამოცდა, მისი წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება სააგენტოს სხვა ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში შეეძლებათ.

საგამოცდო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, 15 ოქტომბრიდან, ზუგდიდის სამსახურში მართვის უფლების მიღების მსურველები „B“ კატეგორიის პრაქტიკულ გამოცდას თანამედროვე GPS სისტემით აღჭურვილი, ახალი სატრანსპორტო საშუალებებით, განახლებულ საგამოცდო მოედანზე ჩააბარებენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო