ევროკავშირის საელჩო - ვუსამძიმრებთ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ბათუმში კორპუსის ჩამონგრევისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ქვეყანაში გამოცხადებულ გლოვის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

„დღეს, საქართველოში გლოვის დღეა. ჩვენ დიდ მწუხარებას გამოვთქვამთ და ვუსამძიმრებთ ბათუმში ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და მეგობრებს“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსი 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ნგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 3 არასრულწლოვანია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე 3 პირი დააკავა. დაკავებულები არიან აღნიშნული კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინის მეპატრონე და ბინაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებზე დასაქმებული ორი მუშა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა