მიხეილ სააკაშვილის ექიმი ყოფილი პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს - მოხდება თუ არა სააკაშვილის ჰოსპიტალიზაცია, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ეტაპზე არ საუბრობენ

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, ესაჭიროება თუ არა ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კლინიკაში გადაყვანა და შესაბამისად, მოხდება თუ არა მისი ჰოსპიტალიზაცია.

სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანას მისი პირადი ექიმი ითხოვს.

„შიმშილობა კატეგორიულად აკრძალულია ასეთი ავადმყოფებისთვის, შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ორგანოს დაზიანება. პროგნოზი ყველა ვარიანტში არის ერთი - ლეტალური გამოსავალი ანუ სიკვდილი. შესვლას და პირველ რიგში შეხვედრას ვაპირებ ციხის დირექტორთან ან ციხის მთავარ ექიმთან იმისთვის, რომ გავიაროთ ყველა ვარიანტი, რა დროს რა უნდა გაკეთდეს. შეიძლება მოხდეს ის, რომ მივიღოთ ჰიპოგლიცემია, შაქრის მკვეთრი ვარდნა და თუ არ იქნება რეანიმაციული მოქმედებები, შეიძლება მივიღოთ კომა. ყოველ წუთს შეიძლება დასჭირდეს გადაყვანა, იმიტომ, რომ თვითონ ციხის სამედიცინო პუნქტი არ არის აღჭურვილი, რათა ჩატარდეს სერიოზული რეანიმაციული მკურნალობები“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ „მთავარ არხთან“.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ყოფილი პრეზიდენტი დაკავების დღიდან შიმშილობს.

პაატა ზაქარეიშვილი - ხელისუფლება თავისი პოლიტიკით საქართველოსა და კავკასიაში  რუსეთის პოზიციებს აძლიერებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.02.2023
ლევან  შენგელია - საქართველოს შემთხვევაში „სუვერენული დემოკრატია“ საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის ხასიათსაც ატარებს და ის აშკარად არ არის დასავლეთისკენ მიმართული
Apple-ისთვის პროგრამული ენის შესასწავლად BTU IOS LAB-ში საბავშვო კოდინგის კურსი დასრულდა
ბორუსან კატმა კოლეჯ „სპექტრში“ სასწავლო ცენტრი გახსნა
კახა ოქრიაშვილი NDI-ის კვლევაზე - მოსახლეობის ნახევარი უმუშევარია - აი, ეს არის სიმართლე
ლიბერთი განათლებისთვის - ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია